ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რომ არ იცნობს იმ ადამიანს, ვინც მის ავტომობილს ესროლა. ლერი სულაბერიძემ არც ის იცის რის გამო მოხდა გასროლა ან უკავშირდება თუ არა აღნიშნული „დინამოს“ საქმეს.
ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე - პრეზიდენტის, ავტომანქანას წყნეთის გზაზე გუშინ საღამოს ესროლეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობით, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით და