თამარ ბაჩალიაშვილის პერსონალური კომპიუტერი გაიხსნა. მიხეილ რამიშვილის თქმით, კოპირების პროცესს შესაძლოა რამდენიმე დღე დასჭირდეს. სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში კომპიუტერის გახსნის პროცესს ოჯახის ადვოკატიც ესწრებოდა. მისივე განცხადებით, კომპიუტერის გახსნის გადაწყვეტილება სამართალდამცველებმა მას შემდეგ მიიღეს, როცა გარდაცვლილი პროგრამისტის ოჯახმა FBI-ის ექსპერტების ჩამოყვანა მოითხოვა.
რამიშვილი ამბობს, რომ სკანირების დასრულების შემდეგ მათ კომპიუტერში არსებულ პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომა ექნებათ. სავარაუდოდ, აღდგება წაშლილი ფაილებიც.
თუმცა თქვა ისიც რომ, ბიუროში მისვლის დროს, მას კომპიუტერი დალუქული არ დახვდა, ამის გამო უფლებადამცველი საქმეში არსებულ არაერთ საეჭვო გარემოებაზე საუბრობს.