წყლის პრობლემაზე საუბრობენ დაბა ხულოში, სოციალურ სახლში მცხოვრებლები. მათი თქმით, 70-მდე ოჯახი ზაფხულის განმავლობაში უწყლოდაა და სასმელ წყალს შორიდან ეზიდებიან. მოსახლეობა უწყლობას დებეტის ნაკლებობას უკავშირებს და მერიას ალტერნატიული გზების მოძიებას სთხოვს.
დღეს მერთან შეხვედრაც გაიმართა. ვახტანგ ბერიძის განცხადებით, მდგომარეობას ადგილზე გაეცნო და პრობლემის მოგვარების გზები სპეციალისტებთან ერთად, ადგილზე გამოიძებნა. იგი ირწმუნება რომ საკითხი დღის ბოლომდე მოგვარდება.