“არჩევნები 2016”-ის ეთერი დღეს ყველა საარჩევნო სუბიექტს დაეთმობა

06 ოქტომბერი 2016, 00:00 2511 ნახვა

''არჩევნები 2016'', დღეს, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტს  დაეთმობა, პროპორციული სიის პირველ ნომრებს, საშუალება ექნებათ, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, ერთმანეთს დებატების ფორმატში ეპაექრონ. 12 სექტემბრიდან, საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ “არჩევნები 2016“–ის საეთერო დრო ექვს არაკვალიფიციურ და ცხრა კვალიფიციურ პარტიას დაეთმო. მათ საშუალება ქონდათ, ამომრჩევლებისთვის მიეწოდებინათ, საკუთარი ხედვები, ყველა მნიშვნელოვან საკითხზე. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ეთერში, საარჩევნო სუბიექტების პრეზენტაცია, გუშინ დასრულდა. 

ამავე კატეგორიაში