საია პოლიტიკურ სუბიექტებს მიმართავს

06 ოქტომბერი 2016, 00:00 2821 ნახვა

საია კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს მოუწოდებს, რომ აქტიურად ითანამშრომლონ საზოგადოებრივ მაუწყებელთან წინაასარჩევნო დებატების ფორმატში. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მხრიდან, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ორგანიზებულ წინასარჩევნო დებატებში მონაწილეობაზე უარის თქმა, წარმოადგენს ამომრჩევლებისადმი და თავად საზოგადოებრივი მაუწყებლისადმი, როგორც ინსტიტუციისადმი უპატივცემულობას. საია საზოგადოებრივი მაუწყებლის 3 ოქტომბრის სპეციალურ გადაცემას გამოეხმაურა რომელშიც მოწვეული 9 კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის სიის პირველი ნომრებიდან, მხოლოდ ოთხმა მიიღო მონაწილეობა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი