დარჩებიან თუ არა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულები პატიმრობაში? ეს მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. ბრალდებულების ადვოკატების ნაწილი მათი დაცვის ქვეშ მყოფების გირაოთი გათავისუფლებას ითხოვს. მაგალითად თენგიზ ბარბაქაძის ადვოკატი აპირებს სასამართლოს 5 ათას ლარიანი გირაოს შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს. დღევანდელ სხდომაზე 11 პირის მიმართ შეფარდებული აღკვეთით ღონისძიება - პატიმრობა უნდა გადაისინჯოს. მათ შორის არიან არასრულწლოვნები და მერსედესის მარკის ავტომობილის მგზავრები.