ოქროს მოწმის მესამე ჩვენება და ახალი დეტალები შაქარაშვილის საქმეში

26 ივლისი 2020, 14:58 1387 ნახვა

გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძა მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ გიორგი შაქარაშვილი 6 მა ადამიანმა ალყაში მოაქცია.  ცემა და მდინარეში გადააგდო. ოჯახი ამ ექვსი ადამიანის განზრახ მკვლელობის მუხლით გასამართლებას ითხოვს. ამის საფუძველს შაქარაშვილის ოჯახს მოწმის ჩვენება აძლევს.

საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის, ვახტანგ ახვლედიანის ახალი ჩვენებით ირკვევა, რომ  გიორგი შაქარიშვილს ხევში ბრალდებული არჩილ გაგნიძე და ნიკოლოზს რევაზიშვილი არ მისდევდნენ. ახვლედიანი ყვება, რომ მან დაინახა თუ როგორ მისდევდა ფეხბურთელს სამი, თხელი აღნაგობის ახალგაზრდა, რომლებიც მას მანამდე ნანახი არ ჰყავდა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი