გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 11-ის სასამართლო პროცესი ორშაბათს, 27 ივლისს გაიმართება. სხდომაზე 11 დაკავებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება - პატიმრობა გადაისინჯება. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე დაკავებული სრულწლოვანი ბრალდებულების წინასასამართლო სხდომის თარიღი 1 თვით გახანგრძლივდა.
,,არასრულწლოვნების მიერ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, გამოძიების დასრულება და არსებითი განხილვის სასამართლოში დაწყება, ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ არ გამორიცხავს შემდგომში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, მათთვის ახალი ბრალდების წარდგენას“, - განაცხადეს საქართველოს პროკურატურაში.
19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ.