აჭარაში მოღვაწე ხელოვანები აცხადებენ , რომ რეგიონის კულტურის სამინისტროს არ აქვს სამოქმედო გეგმა, პანდემიის შემდგომ და მიმდინარე პერიოდებთან დაკავშირებით. საინიციატივო ჯგუფი ხელმოწერებს აგროვებს, რომ სამინისტრომ და ქალაქის მერიამ სექტორული ჯგუფი შექმნან. რომელშიც მათივე მოთხოვნით, უნდა გაერთიანდნენ შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლები, აცხადებენ, რომ სურთ შეხვედრის გამართვა, სადაც დაინტერესებულ პირებს, პრობლემაზე საკუთარი აზრის ღიად დაფიქსირების საშუალება მიეცეთ.
არტ-მენეჯერის, ლევან გელიაშვილის თქმით, უკვე რამდენიმე წელია უწყებები ხელოვანებს აზრს არ ეკითხებიან, შესაბამისად ამა თუ იმ პროექტის დაგეგმვის პროცესში ისინი არ არიან ჩართულები . პროტესტის ნიშნად, მისი თქმით, კულტურისა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში, რომელშიც 5 ფესტივალი უნდა შეარჩიონ ,, ბლექსი საუნდი’’ მონაწილეობას არ მიიღებს.
განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ კომუნიკაციისთვის მზად არიან, ირწმუნებიან, რომ არც ერთი შეტყობინება უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ და ხელოვანებისგან ასეთი დამოკიდებულება მათთვის მოულოდნელია. ბათუმის მერიაში კი აცხადებენ, რომ ამ პრეტენზიაზე კომენტარს მას შმ,დეგ გააკეთებენ რაც პეტიცია უწყებაში დარეგისტრირდება.