აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილი მოადგილე "ლელოს" შეუერთდა.
ჯამბულ ხოზრევანიძემ გადაწყვეტილების მოტივზე ისაუბრა. მისივე თქმით, "ქართული ოცნების" გუნდი არ აფასებს თავის აქტივისტებს და ქვეყნის განვითარებას აფერხებს.
"2005-დან ვიბრძოდი, რომ უკეთესი საქართველო გვქონოდა. დღეს ჩემი გადაწყვეტილების მიზეზია, რომ გუნდი, სადაც მე ვიყავი 2016 წელსაც გამოვთქვი ჩემი უკმაყოფილება იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც შექმნა 2005 დან 2012 წლამდე პერიოდში რეჟიმი, რომელიც იყო საქართველოსთვის მიუღებელი. დღეს ვხედავ, რომ 2020-შიც გრძელდება ეს რეჟიმი. დღეს ვხედავ, რომ ეს გუნდი არ აფასებს თავის აქტივისტებს, რომლებმაც 2012 წელს შეცვალეს ეს რეჟიმი და ერთად ვიბრძოდით, რომ საქართველო წინ წასულიყო.
დღეს ვხედავთ, რომ ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებიც ქმნიდნენ ამ რეჟიმს. მოკალათდნენ ამ ხელისუფლებაში და ცდილობენ შექმნან უარესი რეჟიმი. ვხედავთ, რომ არის უამრავი მკვლელობა, უპატივცემულობა.
2020 წელს 55 წლის ადამიანს მიწევს იმ უკან პერიოდში დაბრუნება, რაც იყო 2012 წელს. "ლელოსთან" ერთად ჩვენ გამოვიყვანთ მოსახლეობას უიმედობიდან. მამუკასგან მივიღე პირობა, რომ იქნებოდა თანაგუნდელების აზრის გაზიარება და შემდეგ მოხდება გადაწყვეტილების მიღება, რამაც განაპირობა ჩემი გადაწყვეტილება.
მე ვფიქრობ, რომ "ლელო" გაიმარჯვებს და 2020 არჩევნებით ჩამოშორდება ფეოდალები ხელისუფლებიდან და ვერ გაიმარჯვებენ აჭარის მაღალმთიანეთში"-განაცხადა ჯამბულ ხოზრევანიძემ.