ენმ თურქეთთან საზღვრის გახსნას ითხოვს

22 ივლისი 2020, 14:57 2561 ნახვა

თურქეთში სეზონურად დასაქმებულების სამუშაო ადგილების საქართველოს სხვა რეგიონებში გამონახვასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ინიციატივას ''ნაციონალურ მოძრაობაში'' პასუხობენ.

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გია აბულაძე მოსახლეობის დასაქმების პერსპექტივას დადებითად აფასებს, თუმცა მთავრობას და სოფლის მეურნეობის მინისტრს ურჩევს კახეთში  ჯერ იქ უმუშევრად დარჩენილი  მოსახლეობა დაასაქმოს, ხოლო აჭარის რეგიონში მცხოვრებლებისთვის კი  ახალი სამუშაო ადგილების  მოძიებამდე მეზობელ ქვეყანასთან საზღვარი გახსნას. 

ოპოზიციონერი დეპუტატი დღეს სიმბოლურად ერთ-ერთი  თურქეთში დასაქმებულთან მივიდა, რომელიც პანდემიის გამო ვეღარ მუშაობს.  49 წლის ქალი ამბობს, რომ ფიზიკურად შრომა არ შუძლია, სხვა სამუშაო კი ვერ პანდემიამდე და ვერც მის შემდგომ საქართველოში ვერ იპოვა. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი