შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე DJ-ის გამოკითხვა 9 საათს გაგრძელდა

22 ივლისი 2020, 10:22 1262 ნახვა

თითქმის 9 საათი გაგრძელდა გუშინ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე DJ-ის გამოკითხვა. კოკო ღიბრაძის სამინისტროში გამოკითხვა დღესაც გაგრძელდება. რა შეკითხვები ჰქონდა მასთან გამოძიებას, ამაზე მედიასთან არ უსაუბრია. თქვა მხოლოდ ის, რომ კითხვები სოციალურ ქსელს არ შეეხებოდა.

გარდა ღიბრაძისა, ოქროს მოწმეების გამოკითხვა მეორედ მიმდინარეობს. ხელახლა უკვე გამოიკითხა გიორგი ქათამაძეც, რომელსაც მერსედესის მარკის მანქანაში მყოფები 18 ივნისის ღამით სასტიკად გაუსწორდნენ.

უკომენტაროდ დატოვა გუშინ საგამოძიებო უწყება ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა ნ.ხ.-მ. გუშინვე კიდევ ერთხელ გამოიკითხა ანი გაბეჩავაც.

სამინისტროში სხვა მოწმეებსაც ელოდებიან. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩვენება განაახლა გურამ ამირხანაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი