სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრების, ხვიჩა მღებრიშვილის ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაყვანის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა “2020 წლის 3 ივლისს, უკანონოდ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილის საკითხთან დაკავშირებით ცხელი ხაზის საშუალებით აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს. მექანიზმის ფარგლებში, გაზიარებული ინფორმაციის თანახმად, ხვიჩა მღებრიშვილი, უკანონო ე.წ. წინასწარ პატიმრობაში იმყოფება ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის უკანონო ბრალდებით.
ცხელი ხაზით აქტიური კომუნიკაციის ფარგლებში, ხვიჩა მღებრიშვილის წინააღმდეგ, შესაძლო გამოგონილი დამატებითი უკანონო ბრალდებების შესახებ ინფორმაცია გაზიარებული არ ყოფილა.“ მეჯვრისხევში , მღებრიშვილის ოჯახმა , წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისგანაც მიიღო ინფორმაცია, ცხინვალში გამართული სასამართლო პროცესის და დაკავებულისთვის ორთვიანი პატიმრობის შეფარდების შესახებ. წითელმა ჯვარმა ოჯახს ისიც უთხრა, რომ მღებრიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია.