ქედის მერიამ მუზეუმის მშენებელ კომპანია „ ნიუს-თაილ- ბილდინგს“ გაფრთხილება მისცა. მერიის მონიტორინგის ჯგუფმა კომპანიას მუშაობის ტემპი დაუწუნა. სამუშაოები კომპანიამ გრაფიკის მიხედვით, სექტემბრის ბოლოს უნდა დაასრულოს.
შენობა, სადაც ახლა მუზეუმია განთავსებული, რეაბილიტაციას საჭიროებს. პროექტის ბიუჯეტი 310 ათასი ლარია. ქედის მერის პირველი მოადგილე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ კომპანია ვალდებულებას არ შეასრულებს, ხელშეკრულებას შეუწყვეტენ.