3 დაშავებული - ავარია ქედაში 

18 ივლისი 2020, 12:20 4315 ნახვა

ქედაში, ბათუმი ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ მახუნცეთთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები ქედის რაიონულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც მათ პირველადი დახმარება გაეწია.

სამივე მათგანი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი