ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში რომიდან სპეციალური რეისით სამშობლოში 166 ადამიანი დაბრუნდა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მგზავრებმა აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რომლის შემდეგაც სპეციალური ავტობუსებით საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს.
სპეცრეისი ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსმა“ შეასრულა.
დღეისათვის საკარანტინო სივრცეებში 5627-მდე ადამიანია განთავსებული.