წამლის ბაზარი კონტროლის მოლოდინში

17 ივლისი 2020, 20:42 1954 ნახვა

წამლის ხარისხი ყველა დროის პრობლემაა საქართველოში და სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა სახის რეგულაციის მიუხედავად, მწვავედ დგას. ექსპერტები ამბობენ, რომ მწარმოებლებს აქვთ ლაბორატორიები საკუთარ ბაზარზე, სადაც ჩატარებული კვლევა ყოველთვის მიკერძოებული იქნება. მათივე ინფორმაციით, წამლის ხარისხის გადამოწმება ძვირადღირებული პროცესია და ამის შესაძლებლობა მომხმარებლებს არ აქვთ. სწორედ წამლის მაღალი ხარისხისა და მისი დაბალი ფასის გამო, მოქალაქეების უმეტესობა პრეპარატებს თურქეთში ყიდულობდა, თუმცა პანდემიის გამო, რამდენიმე თვეა, მეზობელ სახელმწიფოში ვერ გადადიან, საქართველოში კი წამლები გაძვირდა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში