ლიანა ჯოჯუამ აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატ​ში პირველი გამარჯვება იზეიმა

16 ივლისი 2020, 15:53 1551 ნახვა

ლიანა ჯოჯუამ აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატ​ში (UFC), რომელიც აბუ დაბიში იმართება, პირველი გამარჯვება იზეიმა. ''მებრძოლთა კუნძულზე'' მან პირველივე რაუნდში რუმინელი დიანა ბელბიტა დაამარცხა, რაც ქართველ სპორტსმენებს შორის საუკეთესო შედეგია.

შეგახსენებთ, რომ ჯოჯუამ ორგანიზაციის ეგიდით პირველი ბრძოლა შარშან UFC 242-ზე ჰქონდა, სადაც კანადელ სარა მორასთან დამარცხდა. 18 ივლისს კიდევ ერთი ქართველი – რომან დოლიძე იჩხუბებს, რომელიც სადებიუტო ორთაბრძოლას რუსი ხადის იბრაგიმოვის წინააღმდეგ გამართავს

მამია ჩხარტიშვილი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი