შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და ჯგუფური გამოძალვის ბრალდებით 3 პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები და „ქურდული სამყაროს“ წევრები თბილისში, ავტოსადგურ „ოკრიბას“ მიმდებარე ტერიტორიაზე თვითდასაქმებულ მოქალაქეებს, რომლებიც საკუთარი ავტომობილებით მგზავრთა გადაყვანას ახდენდნენ, ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარითა და „ქურდული გარჩევის“ გზით, ყოველთვიურად გარკვეულ თანხას სძალავდნენ.
დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.