საფრანგეთის ელჩი აჭარაშია

12 ივლისი 2020, 12:18 1375 ნახვა

საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიეგო კოლასი აჭარაში იმყოფება .დიპლომატი რეგიონის ტურისტულ პოტენციალს,  ღირშესანიშნაობებს, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს გაეცნო.  ელჩს თორნიკე რიჟვაძემ უმასპინძლა.  ვიზიტის ფარგლებში   დიპლომატმა  მოინახულა ბათუმის ბოტანიკური ბაღი, დაათვალიერა  ასევე პეტრას და გონიოს ციხეები,    ბათუმის ბულვარი, რომელიც  მე-19 საუკუნის ცნობილი ფრანგი მებაღის მიშელ დალფონსის  სახელს უკავშირდება.ცნობისთვის, საფრანგეთი ერთ-ერთია ევროპის  იმ 5 ქვეყანას შორის,, რომელთანაც საქართველომ საზღვრები უპირობოდ გახსნა .

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი