საკრებულოში ბათუმის მერის გადადგომას არ ადასტურებენ

11 ივლისი 2020, 16:07 1777 ნახვა

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე ქალაქის მერის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებულ გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილს უწოდებს.

კითხვაზე ჰქონდა თუ არა ლაშა კომახიძესთან ამ თემაზე კომუნიკაცია, გვპასუხობს: „ამ თემასთან დაკავშირებით რატომ უნდა გვესაუბრა, როცა არც კი ფიქრობდა მაგის შესახებ. გუშინ საღამოს გვქონდა შეხვედრა, ვილაპარაკეთ სხვადასხვა მიმდინარე საკითხებზე, ჩვეულებრივ განვიხილეთ საკითხები, რაიმე რომ ყოფილიყო მეტყოდა“.რაც შეეხება კითხვას ლაშა კომახიძის ''ქართული ოცნების'' სიაში მოხვედრასთან დაკავშირებით ამბობს, რომ არ ფლობს ინფორმაციას.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე საკრებულოში, ნატალი ზოიძე ამბობს, რომ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით არაფერი იცის. ინფორმაციას არ ფლობს არც ბათუმის შტაბის ხელმძღვანელი გიორგი მანველიძე. მსგავსი პასუხი აქვს მერის მოადგილეს სოფო ხალვაშს.

განსხვავებული ინფორმაცია აქვთ ''ნაციონალური მოძაობის'' წევრებს. საკრებულოს ოპოზიციის წევრების თქმით, ქალაქის მერი თანამდებობას ტოვებს. თავად ლაშა კომახიძე კი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. სატელეფონო ზარებს არ პასუხობს არც ვიცე-მერი ჯაბა ტუღუში. მერიის პრესსამსახურში კი ფაქტს არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი