დღეს საქართველოს საფეხბურთო ეროვნულ ლიგში მე-5 ტურის ორი შეხვედრა გაიმართება

09 ივლისი 2020, 10:33 1381 ნახვა

იმერულ დაპირისპირებაში "სამტრედია’" საკუთარ "ეროსი მანჯგალაძის’’ სახელობის სტადიონზე საჩხერის ‘’ჩიხურას’’ მიიღებს. შეხვედრა 18 : 00 საათზე დაიწყება.

4 ტურის შემდეგ სამტრედიელებს 4 ქულა აქვთ და მერვე ადგილზე იმყოფებიან ,ხოლო ‘’ჩიხურა’’ 1 ქულით ბოლო მეათე ადგილზეა. ცენტრაული შეხვედრა კი თბილისში ‘’მიხეილ მესხის’’ სახელობის სათადარიგო მოედანზე გაიმართება.

თბილისის "ლოკომოტივი’’ ბათუმის ‘’დინამოს’’ უმასპინძლებს . ‘’რკინიგზელების’’ ახალ მწვრთნელს გიორგი ჭიაბრიშვილს სადებიუტო შეხვედრა ელოდება. 4 ტურის შემდეგ ბათუმის ‘’დინამო’’ 4 ქულით მეექვსე ადგილზეა, ხოლო ‘’ლოკომოტივი’’ 7 ქულით მესამე პოზიციას იკავებს.

ეს შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის მთავარი არბიტრი გიორგი ვადაჭკორია იქნება. დაპირისპირებაში ‘ლოკომოტივს’’ დისკვალიფიცირებული დავით უბილავა დააკლდება.

ამ გუნდებს შორის გამართულ ბოლო 8 შეხვედან 5 თბილისელებმა მოიგეს, ხოლო 3 მატჩში გამარჯვება შავიზღვისპირელებს დარჩათ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი