გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე "კაწრო" გამოკითხვაზე დაიბარეს 

08 ივლისი 2020, 17:40 1305 ნახვა

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე "კაწრო" საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე დაიბარეს. 

საქმის ახალი ფიგურანტის გამოკითხვა ამ წუთებში მიმდინარეობს. 

გუშინ რამდენიმე ტელეკომპანიამ ვიდეოკადრები გაავრცელა, რომელშიც აქამდე უცნობი თეთრი მიკროავტობუსი და თეთრპერანგიანი პირი ფიქსირდებოდა. იგი ავტომანქანიდან ჩამოდის და ამირხანაშვილს ესაუბრება.

უწყებაში ამბობენ, რომ ბილანიშვილის დაბარების მიზეზი ბოლო დღეების განმავლობაში მედიაში გავრცელებული ინფორმაცია გახდა.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირია ბრალდებული. მცხეთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 17-ვე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს, მდინარე არაგვში იპოვეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი