გაუსაძლისი სუნით შეწუხებული მოსახლეობა, ქობულეთში. როგორც „მთავართან“ ყვებიან, მიზეზი ახალსოფელში უნებართვოდ დაყრილი მანდარინის ნარჩენებია, რომელიც მათივე თქმით, ციტრუსის საწარმოდან მოდის. მოსახლეობა მძაფრ სუნს განსაკუთრებით საღამოს 9 საათიდან, დილამდე გრძნობს.