სამთვიანი იძულებითი შესვენების შემდეგ წყალბურთის კლუბმა ‘’დინამო’’ თბილისმა ვარჯიში განაახლა. პირველ ეტაპზე გუნდი საქართველოს ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც აგვისტოში უნდა გაიმართოს. შემოდგომაზე კი დედაქალაქელებს ჩემპიონთა ლიგის თამაშებიც ელით. ევროპის ყველაზე პრესტიულ ტურნირზე წყალბურის კლუბი თბილისის ‘’დინამო’’ ზედიზედ მეორედ იასპარეზებს. ევროპის საუკეთესო 12 გუნდი ორ ჯგუფში გადანაწილდება. შეჯიბრში ‘’დინამო’’ 11 ნოემბრიდან ჩაერთვება. ჯგუფებიდან 4-4 საუკეთესო კი, რვათა ფინალში გავა და 4-6 ივნისს ჩემპიონობისთვის გერმანიის ქალაქ ჰანოვერში იბრძოლებს. გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თბილისელი წყალბურთელები პირველად გამოვიდნენ. მიუედავად იმისა, რომ ძლიერ მეტოქეებთან ჯამში 9 მატჩი წააგეს . ისტორიული გამარჯვებაც მოიპოვეს.