მოსწავლეს სოფლად ორჯერ ნაკლები აქვს ცოდნა ქალაქელზე - პიზას კვლევა

06 ივლისი 2020, 20:11 1830 ნახვა

გამოცდების ეროვნული ცენტრისთვის მომზადებული კვლევის მიხედვით, დედაქალაქში მცხოვრებ აბიტურიენტებს,  სხვა ქალაქებსა  და სოფლად მცხოვრებ თანატოლებთან შედარებით  ყველა საგანში  უფრო მაღალი ქულები აქვთ, განსაკუთრებით უცხო ენასა და ფიზიკაში. მაგალითისთვის : უცხოურ ენაში, სადაც მაქსიმალური ზღვარი 90 ქულაა, თბილისში მცხოვრებმა აბიტურიენტებმა გამოცდაზე საშუალოდ 60.4 ქულა დააგროვა. სხვა ქალაქებში მცხოვრებმა აბიტურიენტებმა 48.8 ქულა, ხოლო სოფლად მცხოვრებ აბიტურიენტებში ეს ქულა 38.7 -ია.  რაც შეეხება ფიზიკას, რომლის მინიმალურ ზღვარი 75 ქულაა, თბილისში მცხოვრები აბიტურიენტები საშუალოდ 34.4 ქულას, სხვა ქალაქში 29.7 ქულას , ხოლო სოფელში მცხოვრები აბიტურიენტებში 22 ქულაას იღებენ. 2. რაც შეეხება, გამოსაშვებ გამოცდებში ჩაჭრილ მოსწავლეებს: სტატისტიკის მიხედვით, წლიდან წლამდე სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე ჩაჭრილი მოსწავლეების მზარდი რაოდენობა ყველა საგანში ფიქსირდება. დაწესებული მინიმალური ბარიერის გადასალახად, მოსწავლეებისთვის განსაკუთრებულ სირთულეს უცხოური ენა, ფიზიკა და მათემატიკა წარმოადგენს. 3. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში  კურსდამთავრებულებისა და უფროსკლასელების რეპეტიტორებთან მომზადების სიხშირე საკმაოდ დიდია. სამი სავალდებულო საგანიდან მოსწავლეთა უმრავლესობა,  ქართულსა და უცხო ენაში,ხოლო მათი ნაკლები რაოდენობა - ფიზიკასა და გეოგრაფიაში ემზადება. 4. მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა PISA 2018-ის ფინანსურ წიგნიერებაში მონაწილე ქვეყნების მიღწევების მიხედვით, საქართველო მოსწავლეთა საშუალო 403 ქულით 20 მონაწილე ქვეყნიდან იმ 12 ქვეყანას შორისაა, რომლებშიც მოსწავლეთა მიღწევების საშუალო მაჩვენებელი სტატისტიკურად მნიშვნელოვნად ჩამორჩება‘’OECD’’-ის 13 წევრი ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს (505 ქულა).

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში