ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2023 წლიდან გაერთიანებულია ჟურნალისტიკის სწავლების ევროპულ ასოციაციაში (EJTA) და ყოველწლიურად მონაწილეობს ასოციაციის მიერ გამართულ ტრენინგებსა თუ ფორუმებში.
ბსუ-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2025 წლის 27 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით ზაგრებში (ხორვატია), ჟურნალისტიკის და მედია წიგნიერების ევროპული ფესტივალი ჩატარდა. ფესტივალში „ციფრული მედიისა და ინოვაციების“ სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები მზია მართალიშვილი და თამარ შაშიკაძე მონაწილეობდნენ.
ფესტივალის ფარგლებში, თემაზე -"თავისუფალი მედია და დემოკრატია, დეზინფორმაციასთან ბრძოლა, ლოკალური მედია" - ვორქშოფები, დებატები და სემინარები ჩატარდა. ფესტივალის მიზანი, მონაწილეებისთვის პრაქტიკული გამოცდილებისა და ახალი უნარების გაზიარება იყო.