39 ათასზე მეტი აბიტურიენტისთვის, ყველაზე ცხელი დღეები დაიწყო. უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების მსურველებმა, პირველი გამოცდა ტრადიციულად ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარეს, შედეგები ცნობილი ცოტა ხანში გახდება, თუმცა წინა წლების პრაქტიკა აჩვენებს რომ სკოლა მათ სათანადო ცოდნას საგამოცდოდ ვერ ატანს და როგორც წესი აბიტურიენტებს რეპეტიტორები სჭირდებათ.