დინამო ბათუმის პრეზიდენტის არჩილ ბერიძის განცხადებით, ვინისიუსი ახალი გუნდი მალე ცნობილი გახდება

06 ივლისი 2020, 17:44 1770 ნახვა

ბათუმის დინამოს პრეზიდენტის არჩილ ბერიძის ინფორმაციით, მალე ოფიციალურად გამოცხადდება, თუ რომელ გუნდში გადავა 18 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი.

„ვინისიუსი მესამე ლიგაში არ გაგვიშვია. მალე მის შესახებ ოფიციალურადაც დაიწერება, რა გუნდშიც წავიდა. იგი ევროპაში გავყიდეთ და ბათუმის დინამო მის ტრანსფერში ფულს მიიღებს. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ახალ კლუბთან მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ ჟულიო ვინისიუსის ყველა ტრანსფერიდან ბათუმის დინამო თანხის 30%-ს მიიღებს. ბრაზილიელი ძალიან ნიჭიერია და დარწმუნებული ვარ, არც ეს იქნება მისთვის ბოლო კლუბი," - განაცხადა არჩილ ბერიძემ

დინამო ბათუმმა ჟულიო ვინისიუსი 2020 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დაიმატეს, თუმცა ახალგაზრდა ნახევარმცველს ოფიციალურ მატჩებში სათამაშო დრო არ მისცემია.

მამია ჩხარტიშვილი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი