საქართველოში სპორტის სასახლეების მშენებლობა იწყება. პროექტის ფარგლებში ასეთი სამი ობიექტი აიგება, მათ შორის ერთი ბათუმში. სპორტის სასახლე ზღვისპირა ქალაქში ხიმშიაშვილისა და ორბელიანის ქუჩების კვეთაში აშენდება, სადაც დღეს სიმბოლურად კაფსულას ჩაუშვებენ.