საკონსტიტუციო სასამართლო სახალხო დამცველის სარჩელს განიხილავს

06 ივლისი 2020, 10:40 1598 ნახვა

სახალხო დამცველი  პარლამენტის წინააღმდეგ - საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში  არსებითი განხილვის სხდომა დღეს გაიმართება. დავის საგანია უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესი.

მოსარჩელის მითითებით, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა წარდგენის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების დასაბუთების მოთხოვნას და სადავო ნორმებით დადგენილი წესი ვერ უზრუნველყოფს საუკეთესო კანდიდატების შერჩევას, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მოთხოვნებს. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი