აჭარაში, ოთხ საგამოცდო ცენტრში ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს

06 ივლისი 2020, 09:39 2244 ნახვა

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ტარდება. დილის 8 საათიდან საგამოცდო ცენტრებში რეგისტრაცია მიმდინარეობდა. აბიტურიენტებმა თერმოსკრინინგი გაიარეს.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, რაიმე ტიპის ხარვეზი რეგისტრაციისას არ დაფიქსირებულა.

ბათუმის პირველ და მე-14 სკოლებში არსებულ საგამოცდო ცენტრებში არცერთ აბიტურიენტს ტემპერატურა არ აღენიშნებოდა. 

რაც შეეხება საგამოცდო სექტორებს, ცენტრის ხელმძღვანელების თქმით, ოთახები გაგრილებულია, თუმცა მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში, აპლიკანტენთან შეთანხმებით შესაძლებელია კონდიციონერის ჩართვა, თუმცა ამ დროს საჭიროა პირბადის ტარება.

აჭარაში 4 საგამოცდო ცენტრია, აქედან სამი ბათუმში, ერთი კი ხულოში.

ბათუმის სამ საგამოცდო ცენტრში, დღეს 26 აბიტურიენტი არ გამოცხადდა. სულ რეგისტრირებული იყო 684 მოქალაქე.

ტემპერატურის ან სხვა სამედიცინო ჩვენებების გამო,  ცალკე იზოლირებულ სექტორში არცერთი აბიტურიენტი არ გადაუყვანიათ. 

ერთიანი ეროვნული გამოცდები 25 ივლისამდე გაგრძელდება.  

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი