ლეიბორისტული პარტიის წევრი ჯელალ ქიქავა კახა კალაძეს და ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, რომ ქობულეთში მათ საკუთრებაში არსებული სასტუმროები ,,ინტურისტი” და ,,ივერია” დროულად გახსნას და ადგილობრივები დაასაქმონ. ქიქავას მიაჩნია, რომ სწორედ კერძო სექტორში დასაქმებით უნდა დაიწყოს სამუშაო ადგილების შექმნა.