საპარლამენტოსგან განსხვავებით, არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრების უმრავლესობა, დამტკიცებულ ცვლილებებს მიღწეულ გამარჯვებად აფასებენ და არჩევანს უტოვებენ მოქალაქეებს, კენჭისყრის უბნებზე არჩევანის დასაფიქსირებლად. ფიქრობენ, რომ ამ ცვლილებით მე-10 მოწვევის პარლამენტი მრავალპარტიული გახდება და ერთპარტიული მმართველობა დასრულდება. ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები ამბობენ იმასაც, რომ მოდუნების საშუალება არ აქვთ, რადგან ყურადღება მთლიანად წინასაარჩევნო კამპანიაზე უნდა გადაიტანონ