გიორგი გახარია - „ფეიკ ნიუსის“, პროპაგანდის  წინააღმდეგ ჩვენი ტაქტიკაა აბსოლუტური გახსნილობა

29 ივნისი 2020, 18:19 1218 ნახვა

“სამწუხაროდ, სანამ აქტიური საარჩევნო პროცესი დაიწყებოდა, საერთოდ მედია გარემო და მედია სივრცე გახდა უაღრესად ტოქსიკური, გთხოვთ, რომ ამის ნაწილი არ გახდეთ“ _ ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც კახი კალაძის მიერ “ფეიკნიუსების“ წინააღმდეგ კამპანიას შეეხებოდა. გიორგი გახარიას განმარტებით, სქემა ასეთია: ერთის მხრივ არის ფეიქნიუსი, მასზე აგებული პროპაგანდა და საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება, რასაც პრემიერის თქმით ისინი გახსნილობასა და ტრანპარენტულობას დაუპირისპირებენ. მისი განმარტებით, ამ ტაქტიქით, მთავრობა სიმართლის გავრცელებას შეუწყობს ხელს. პრემიერის განცხადებას საიას ხელმძღვანელი გამოეხმაურა. სულხან სალაძე აცხადებს, რომ უმჯობესია  გიორგი გახარიას  უფრო მნიშვნელოვანი საკითხებით დაკავდეს, ვიდრე მედია გარემო კრიტიკაა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში