ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ამ დრომდე დახურულ რეჟიმში მსჯელობს. ბრალდებულები თავს უდანაშაულოდ ცნობენ, პროკურატურა კი 17-ვე ახალგაზრდას მიმართ აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს.17 ბრალდებულიდან 6 არასრულწლოვანია. მათ ბრალი ორი ან მეტი მუხლით აქვთ წარდგენილი.ცნობილია რომ დაცვის მხარე სასამართლოს გირაოს შესთავაზებს.