ელჩებზე შეტევა შეურაცხყოფაა - დავით ზალკალიანი

28 ივნისი 2020, 12:10 1330 ნახვა

გერმანია არის საქართველოს მეგობარი და მტკიცე მხარდამჭერი, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში გერმანიის როლი უმნიშვნელოვანესია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც საგარეო უწყების ხელმძღვანელის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. მისი თქმით, ყველამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ ელჩები საქართველოში წარმოადგენენ საკუთარ მთავრობას და მათზე შეტევა იმ ქვეყნების შეურაცხყოფაა, რომელსაც ეს ელჩები წარმოადგენენ განაცხადა ზალკალიანმა. ცნობისთვის გერმანიის ელჩის განაცხადებით,  8 მარტის შეთანხმების საგანი გიორგი რურუას გათავისუფლება არ ყოფილა, რასაც ოპოზიციის წარმომადგენელთა მხრიდან კრიტიკული განცხადებები მოჰყვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი