„გამოდი, დაიცავი“ – დღეს 18 საათზე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზია და რადიოსთან აქციაა დაგეგმილი.აქციის ორგანიზატორისა და ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარის განცხადებით, შეკრება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაწესებული რეკომენდაციების დაცვით გაიმართება და მას სამოქალაქო სექტორთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების წევრები დაესწრებიან.
აქციასთან დაკავშირებით გუშინ 11-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ, განცხადება გაავრცელა და საზოგადეობას აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.