2021 წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის პრიორიტეტები განიხილეს უმაღლესი საბჭოს კომისიებში. განათლების და ჯანდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დაგეგმილი პროექტები დეპუტატებს მინისტრებმა გააცნეს.
ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით მომავალ წელს ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი მილიონით გაიზრდება , მისივე განცხადებით არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დეპუტატების წინადადება გაითვალისწინეს და ონკო პროგრამებში ცვლილებები შედის და დაფინანსება იზრდება.