ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკითხულ პირებს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდათ. ორი მოწმის ადვოკატის ინფორმაციით, ექსპერტიზის ჩატარება საჭირო გახდა, რადგან მიმდინარე გამოძიებას აქვს ვერსია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები მონაწილეობდნენ დაპირისპირებაში.
ექსპერტ ალექსანდრე გეჯაძის განცხადებით, ვიზუალური კვლევის შედეგებით, გარდაცვლილი ფეხბურთელის სხეულს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. შეგახსენებთ, ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მაშველებმა, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს.