პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვა საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილს. არჩილ თალაკვაძე ''ევროპულ საქართველოსა'' და ''ერთიან ნაციონალურ მოძრაობას'' მოუწოდებს, რომ საჯაროდ აღებული პირობა შეასრულონ და საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღონ.
პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ მმართველი გუნდი ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ბოლომდე მიიყვანს საკონსტიტუციო ცვლილებებს.