ბათუმში ამერიკის ხომალდის დაბრუნება, უსაფრთხოების სფეროში ორი ქვეყანას შორის თანამშრომლობას ადასტურებს - ზალკალიანი 

23 ივნისი 2020, 14:50 1516 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, აშშ-ის საზღვაო ხომალდის „პორტერის" ბათუმის პორტში შემოსვლას ეხმაურება.

„მივესალმები აშშ-ს საზღვაო ხომალდის USS Porter-ის დაბრუნებას, ეს გემის მესამე შემოსვლაა ბათუმის პორტში, რაც ადასტურებს საქართველო-აშშ-ს დინამიკურ თანამშრომლობას უსაფრთხოების სფეროში. აღნიშნული ფაქტი ხაზს უსვამს ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოებისთვის შავი ზღვის მნიშვნელობას და ხელს უწყობს რეგიონულ მშვიდობასა და სტაბილურობას.“- წერს მინისტრი „ტვიტერის“ პირად გვერდზე.

ამერიკული სამხედრო გემი USS Porter-ი ბათუმის პორტში დღეს დილით შევიდა. ეს საქართველოში გემის მესამე ვიზიტია.

უსაფრთხოების და სტაბილურობის მხარდასაჭერად Porter-ი ბათუმის აკვატორიაში 2015 და 2019 წლებშიც იმყოფებოდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი