მიმდინარე კვირაში პრემიერი პარლამენტს ანგარიშს წარუდგენს

22 ივნისი 2020, 18:17 1211 ნახვა

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში წლიური ანგარიშით მიმდინარე კვირაში წარდგება. ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მან ფრაქციებს და კომიტეტებს სთხოვა ანგარიშის განხილვისთვის მოემზადონ.

ჯერჯერობით უცნობია მივა თუ არა ოპოზიცია ანგარიშის წარდგენაზე. პრემიერ მინისტრი რამდენიმე კვირის წინ ორჯერ წარსდგა პარლამენტში.  ერთხელ მუშაობის ანგარიში წარადგინა, მეორედ კი ინტერპელაციის წესით იყო დაბარებული. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი