კონსულტაციები უმაღლეს საბჭოში

22 ივნისი 2020, 12:10 1362 ნახვა

როგორი იქნება რეგიონის პოლიტიკური კულტურა და გადავა თუ არა წელსვე აჭარა სრულად პროპორციულ სისტემაზე - ეს რამდენიმე დღეში გაირკვევა. რეგიონში განსახორციელებელი საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი განსხვავებულია იმ მოდელისგან, რომელიც გუშინ პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა.  

ინიციატივა, რომელიც უმაღლესი საბჭოს  მმართველ გუნდს ეკუთვნის, 2020 წლისთვის სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას გულისხმობს.

თუმცა, გაუქმდება თუ არა მაჟორიტარული სისტემა წელს აჭარაში, ეს, როგორც რეგიონის პოლიტიკურ სპექტრში ამბობენ, პარლამენტში მიღებულ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში