მინდია ლავასოღლის ექსტრადირების მოთხოვნით შიმშილობის აქცია შეწყდა

21 ივნისი 2020, 15:14 1591 ნახვა

ე.წ კანონიერი ქურდის მინდია ლავასოღლის საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნით მოშიმშილე 15-მა მოქალაქემ  შიმშილობა შეწყვიტა.უფლებადამცველის თამაზ ბაკურიძის განცხადებით, აქციის მონაწილეების მოთხოვნა ნაწილობრივ შესრულდა და მინდია გორაძე თურქეთის საპატიმროდან ბელარუსში გადაიყვანეს.ე.წ კანონიერი ქურდის ოჯახის წევრები აცხადებდნენ, რომ თურქეთის ციხეში მინდია გორაძე არასათანადო პირობებში იმყოფებოდა. გაგრძელდება თუ არა აქციები იმაზეა დამოკიდებული მოხდება თუ არა ლავასოღლის ექსტრადირება საქართველოში.

ცნობისთვის ბათუმში 20 დღეზე მეტია საპროტესტო აქციები იმართება და ამ დრომდე 15 ადამიანი თურქეთის საკონსულოსთან შიმშილობდა.უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძის აცხადებს, რომ მინდია გორაძე ამჟამად ბელარუსის საექსტრადიციო სამსახურშია გადაყვანილი. ცნობისთვის, ლავასოღლი ქართულმა სასამართლომ რამდენიმე მუხლით გაასამართლა, მათ შორის ბრალი დაუმტკიცდა ქურდული სამყაროს წევრობისთვისაც. ის თურქეთში ინტერპოლმა 2018 წელს დააკავა და ბოლო 2 წელია მეზობელ ქვეყანაში პატიმრობაში იმყოფება.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში