მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარ კანდიდატად კენჭისყრას არ აპირებს. თუმცა, გიორგი მარგველაშვილი განცხადებით, მას სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან ინტენსიური კონსულტაციები აქვს. მისივე თქმით, მას სურს შეიქმნას პოლიტიკური პლატფორმა, რომელიც გააერთიანებს პოლიტიკოსებს და მომავალზე იქნებიან ორიენტირებულნი.
გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას, მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში გამოხმაურება მოჰყვა. ოპოზიცია პოლიტიკაში მის გააქტიურებას მიესალმება. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ მარგველაშვილის ქმედებებიდან ჩანდა, რომ პოლიტიკურ მოღვაწეობას იგი პრეზიდენტობით არ დაასრულებდა. პარლამენტის ვიცე სპიკერმა გია ვოლსკიმ, მარგველაშვილის გუშინდელი გამოსვლა შეაფასა. ვოლსკის თქმით, მან იცრუა, როცა თქვა, თითქოს გასული წლის 20 ივნისს სახელმწიფომ თავის მოქალაქეებზე იძალადა.