შესაწირი ყუთი გახარიასთვის - აქცია ბათუმში

21 ივნისი 2020, 12:05 2345 ნახვა

ანტისაოკუპაციო აქცია გაიმართა ბათუმშიც, სადაც სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს და  გააპროტესტეს ოკუპაცია.  აქციის მონაწილეებმა ევროპის მოედანზე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გამოსახულებით ასფალტზე დისტანციის დაცვის უზრუნველსაყოფად სტიკერები დააკრეს, ასევე შესაწირი ყუთი მიიტანეს და განაცხადეს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიასთვის ფული შეაგროვეს.

მიზეზი გახარიას მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადებაა ქონებრივ დეკლარაციასთან დაკავშირებით. აქციის მონაწილეების  თქმით, 20 ივნისის მოვლენებში დამნაშავე პირები უნდა დაისაჯონ.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში