რუსთაველის გამზირი გადაიკეტა, მოეწყო სცენა, ასფალტზე დისტანციის დაცვის უზრუნველსაყოფად დააკრეს სტიკერები რომელზეც გამოსახულია რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, სახეზე ნაბიჯებით.რამდენიმე წუთში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, იქ, სადაც 20 ივნისის მოვლენები განვითარდა სამოქალაქო აქტივისტები კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან და შეახსენებენ ხელისუფლებას, რომ რუსეთი ოკუპანტია და მათი ქმედებები 1 წლის შემდეგაც სირცხვილია.
ცნობილია, რომ სამოქალაქო აქტივისტების გარდა სცენას პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დაიკავებენ და შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ.