სპეცოპერაცია დიღმის მასივში. წინასწარი ინფორმაციით, საქმე ეხება დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ფაქტს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულ უცხო ქვეყნის 2 მოქალაქეს, ორი ბინა ერთ საცხოვრებელ კორპუსში ჰქონდათ ნაქირავები. შინაგან საქმეთა სამინისტრო, დიღმის მასივში მიმდინარე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.