კურორტ "გოდერძიზე" გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ახალი სპეცმანქანა იმუშავებს

19 ივნისი 2020, 14:20 3505 ნახვა

კურორტ "გოდერძიზე" გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ახალი სპეცმანქანა იმუშავებს. როგორც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკს მნიშვნელოვანი ტექნიკური რესურსი შეემატა.

"ახალი სპეცმანქანა ზამთრის  სეზონისთვის არის განკუთვნილი და ის კიდევ უფრო გააუმჯობესებს  გადაუდებელი დახმარების ხარისხს დამსვენებლებისთვის"- წერს ავთანდილ თალაკვაძე.

ახალი სპეცმანქანა ჯანდაცვის სამინისტროს წლიური ანგარიშის საპრეზენტაციო ღინისძიებაზე წარადგინეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში